ეს თარგმანი არასრულია. გთხოვთ, დაგვეხმაროთ სტატიის გადმოთარგმნაში ინგლისურიდან.

<main> ელემენტი HTML-ში წარმოადგენს ძირითად კონტენტს დოკუმენტის <body>-ში. ძირითადი კონტენტის არეა შედგება კონტენტისგან, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული დოკუმენტის ძირითად აზრთან, ან უფრო ვრცლად შლის დოკუმენტის ძირითად აზრს თუ აპლიკაციის მთავარ ფუნქციონალს.

დოკუმენტში არ უნდა იყოს ერთზე მეტი 'main' ელემენტი, თუ დანარჩენს არ აქვს განსაზღვრული hidden ატრიბუტი.

კონტენტის კატეგორია Flow content, palpable content.
დაშვებული კონტენტი Flow content.
მომნიშვნელის გამოტოვება არცერთი; ორივე, დამწყები და დამხურავი მომნიშვნელი სავალდებულოა.
დაშვებული მშობელები სადაც flow content დაიშვება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ იერარქიულად სწორია  main ელემენტის გამოყენება.
დაშვებული ARIA ფუნქციები main ფუნქცია ენიჭება <main>-ს სტანდარტულად, და presentation ფუნქციაც დაშვებულია.
DOM ინტერფეისი HTMLElement

ატრიბუტები

ეს ელემენტი მოიცავს მხოლოდ გლობალურ ატრიბუტებს.

შენიშვნები გამოყენებისთვის

<main> ელემენტი უნდა იყოს უნიკალური. კონტენტი, რომლიც მეორდება სხვა დოკუმენტებში ან დოკუმენტის ნაწილებში, მაგალითად გვერიდათ პანელი, ნავიგაციის ბმულები, საავტორო ინფორმაცია, საიტის ლოგოები და ძიების ფორმები არ უნდა იყოს მოქცეული 'main' ელემენტში. გამონაკლისია ძიების ფორმა თუ ძიება საიტის უმთავრესი ფუნქციაა.

<main> ელემენტი არ შედის დოკუმენტის მონახაზში. ანუ ის არ გავს შემდეგ ელემენტებს: <body>, სასათაურე ელემენტებს, მაგალითად <h2>, და ა.შ., <main> ელემენტი გავლენას არ ახდენს DOM-ის კონცეფციაზე გვერტის სტრუქტურაში. ის მხოლოდ ინფორმაციული დანიშნულებისაა.

მაგალითი

<!-- სხვა კონტენტი -->

<main>
  <h1>Apples</h1>
  <p>The apple is the pomaceous fruit of the apple tree.</p>
  
  <article>
    <h2>Red Delicious</h2>
    <p>These bright red apples are the most common found in many
    supermarkets.</p>
    <p>... </p>
    <p>... </p>
  </article>

  <article>
    <h2>Granny Smith</h2>
    <p>These juicy, green apples make a great filling for
    apple pies.</p>
    <p>... </p>
    <p>... </p>
  </article>
</main>

<!-- other content -->

გასათვალიწინებელი ფაქტორები თავსებადობასთან დაკავშირებით

ორიენტირი

<main> ელემენტის ქცევა არის main ორიენტირის ფუნქციის მსგავსი. ორიენტირები შეიძლება იყოს გამოყენებული დამხმარე ტექნოლოგიის მიერ, რათა მარტივად მოახდინოს დოკუმენტის დიდი ნაწილის იდენტიფიცირება და გადავიდეს მასზე. role="main"-ის გამოცხადების ნაცვლად, უმჯობესია <main> ელემენტის გამოყენება თუ არ არის ბრაუზერების თავსებადობის პრობლემა.

ნავიგაციის გამოტოვება

ნავიგაციის გამოტოვება, ცნობილი როგორც "skipnav", არის ტექნიკა, რომელიც დამხმარე ტექნოლოგიას აძლევს შესაძლებლობას მარტივად გაცდეს დიდი ზომის ნაწილებს ან განმეორებად კონტენტს (ძირითადი ნავიგაცია, საინფორმაციო ბანერები, და სხვა). ეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად მიაღწიოს გვედის ძირითად ნაწილამდე.

id attribute-ის მინიჭება <main> ელემენტისთვის იძლევა საშუალებას, რომ გახდეს ნავიგაციის გამოტოვების ბმულის მიზანი.

<body>
  <a href="#main-content">Skip to main content</a>

  <!-- navigation and header content -->

  <main id="main-content">
    <!-- main page content -->
  </main>
</body>

კითხვის რეჟიმი

ბრაუზერის კითხვის რეჟიმის ფუნქციონალი ეძებს main ელემენტს, ისევე როგორც სასათაურე და კონტენტის დამაჯგუფებელ ელემენტებს, როდესაც ახდენს კონტენტსი კონვერტირებას წასაკითხ ფორმატში.

მახასიათებლები

მახასიათებელი სტატუსი კონტენტი
HTML Living Standard
The definition of '<main>' in that specification.
Living Standard  
HTML 5.1
The definition of '<main>' in that specification.
Recommendation არანაირი ცვლილება HTML5-დან.
HTML5
The definition of '<main>' in that specification.
Recommendation თავდაპირველი განსაზღვრება.

ბრაუზერების მხარდაჭერა

<main> ელემენტი ფართოდაა მხარდაჭერილი. Internet Explorer 11-ისთვის და ძველი ვერსიებისთვის, რეკომენდებულია გამოვიყენოოთ ARIA ფუნქცია "main"  <main> ელემენტზე, რომ დავრწმუნდეთ მის თვსბადობის მისაწვდომობაში(JAWS მსგავსი ეკრანის წამკითხველებისთვის, რომლებშიც გამოყენებულია Internet Explorer-ის ძველი ვერსიები. ის შეძლებს გაიგოს  <main> ელემენტის სემანტიკური მნიშვნელობა  role ატრიბუტის დახმარებით).

<main role="main">
  ...
</main>

Update compatibility data on GitHub
DesktopMobile
ChromeEdgeFirefoxInternet ExplorerOperaSafariAndroid webviewChrome for AndroidEdge MobileFirefox for AndroidOpera for AndroidSafari on iOSSamsung Internet
mainChrome Full support 26Edge Full support 12Firefox Full support 21IE No support NoOpera Full support 16Safari Full support 7WebView Android Full support YesChrome Android Full support YesEdge Mobile Full support 12Firefox Android Full support 21Opera Android Full support YesSafari iOS Full support 7.1Samsung Internet Android Full support Yes

Legend

Full support  
Full support
No support  
No support

ნახე ასევე

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: mdnwebdocs-bot, davit
ბოლო განახლების ავტორი: mdnwebdocs-bot,