ვებსაიტები და პროგრამები ხშირად საჭიროებს მონაცემების გრაფიკულად წარმოდგენას. ჩვეულებრივი სურათები მარტივად შეიძლება გამოჩნდეს <img> ელემენტით ან ელემენტის ფონის სახით background-image თვისების საშუალებით. ამასთან, შეგიძლიათ გრაფიკის გამოსახვა პირდაპირ რეჟიმში ან უკვე წარმოდგენილი სურათების შემდეგ გარდაქმნა. ამ სტატიებში ახსნილია, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება.

ორგანზომილებიანი გრაფიკა

Canvas
<canvas> ელემენტი შესაბამისი API-ებით საშუალებას იძლევა ორგანზომილებიანი გრაფიკის JavaScript-ით გამოსახვის.
SVG
SVG (Scalable Vector Graphics; ქართ. ზომაცვლადი ვექტორული გრაფიკა) საშუალებას იძლევა ხაზებით, მრუდებითა და სხვა გეომეტრიული ფიგურებით გამოსახოთ გრაფიკული მონაცემები. ვექტორები, საშუალებას იძლევა სურათის ზომები შეიცვალოს, ხარისხის გაუარესების გარეშე.

ყველა მასალა...

სამგანზომილებიანი გრაფიკა

WebGL
სახელმძღვანელო მუშაობის დასაწყებად WebGL-თან (სამგანზომილებიანი გრაფიკული API ვებგვერდებისთვის). ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი OpenGL ES-ის ვებსივრცეში გამოყენების.

ვიდეო

HTML5-ის აუდიოს და ვიდეოს საშუალებით
ვიდეოს და/ან ხმოვანი ფაილების ჩამატება ვებგვერდებზე და მათი მართვა.
WebRTC
WebRTC (Real-Time Communications; ქართ. კავშირები რეალურ დროში) , ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ვიდეო/ხმოვანი ნაკადებისა და მონაცემების, ბრაუზერებს (ურთიერთდაკავშირებულ) შორის გატარებისა და გაცვლის.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: Georgianizator
ბოლო განახლების ავტორი: Georgianizator,