თანმიმდევრული სტილების ცხრილი (Cascading Style Sheets), ცნობილი აბრევიატურით CSS, წარმოადგენს სტილების ცხრილის ენას, რომელიც გამოიყენება HTML ან XML ენით დაწერილი დოკუმენტების (მათ შორის XML ენის განშტოებების, SVG ან XHTML-ის) აღსაწერად და წარმოსადგენად. CSS ადგენს, თუ როგორ უნდა გამოისახოს სტრუქტურული ელემენტები ეკრანზე, ქაღალდზე, ხმოვანი ან სხვა სახით.

CSS წარმოადგენს ღია ინტერნეტის ერთ-ერთ ძირითად ენას და მისი მახასიათებლები განისაზღვრება W3C წესდებით. შემუშავების დონის მიხედვით, CSS1 მოძველებულია და აღარ გამოიყენება, CSS2.1 სასურველია გამოსაყენებლად, ხოლო CSS3, დაყოფილი მცირე მოდულების სახით, თანდათან ვითარდება საყოველთაო გამოყენებისთვის.

  • CSS შესავალი

    თუ ახალი ხართ ვებშემუშავებაში, აუცილებლად გაეცანით CSS საფუძვლებს რომ უკეთ გაიგოთ რა არის CSS და როგორ გამოიყენება.

  • CSS გაკვეთილები

    ჩვენი სასწავლო განყოფილება შეიცავს მდიდარ სასწავლო მასალას, როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილთათვის, სადაც სრულადაა აღწერილი და განხილული ენის საფუძვლები.

  • CSS3 ცნობარი

    ეს ამომწურავი ცნობარი განკუთვნილია ვებშემმუშავებლებისთვის და მასში სრულადაა წარმოდგენილი CSS-ის თვისებები და ცნებები.

გაკვეთილები

ჩვენს სასწავლო განყოფილებაში წარმოდგენილია მრავალი მოდული, რომელიც შეგასწავლით CSS-ს ნულიდან — ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

CSS შესავალი
ამ მოდულში განხილულია CSS-ის მუშაობის საფუძვლები, მათ შორის მიმართვები, თვისებები, კოდის წერის წესები, CSS-ის ასახვა HTML-ში, სიგრძის, ფერისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრა, თანმიმდევრულობა და მემკვიდრეობითობა, ყუთის მოდელი და CSS კოდის გამართვა.
ტექსტის გაფორმება
მოდულში მიმოხილულია ტექსტის გაფორმების საწყისები, მათ შორის შრიფტის შერჩევა, გამუქება, დახრილობა, ხაზების გავლება, დაშორების განსაზღვრა, ჩრდილები და სხვა მახასიათებლები. მოდულის ბოლოს ახსნილია, თუ როგორ ხდება ვებგვერდზე საკუთარი შრიფტების დამატება, აგრეთვე სიებისა და ბმულებისთვის გაფორმების შეცვლა.
ბლოკების გაფორმება
მოდულში აღწერილია ბლოკების გაფორმება, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ვებგვერდის განლაგების შექმნაში. ასევე დაწვრილებითაა განხილული ბლოკური მოდელი და მისი მახასიათებლები, როგორიცაა გარე და შიდა დაშორებები, ჩარჩოები, ფერები, ფონები, სურათები, აგრეთვე დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის ჩრდილებისა და ფილტრების დადება.
CSS განლაგება
ახლა უკვე, როცა მიმოხილული გვაქვს CSS-ის საფუძვლები, ტექსტისა და ბლოკების გაფორმება, შეგვიძლია შევისწავლოთ მათი საიტზე სწორი ურთიერთგანლაგება. ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ყველა საჭირო წინაპირობა და შეგვიძლია უფრო ღრმად გავეცნოთ CSS განლაგების საკითხებს, სხვადასხვა ზომის ეკრანებთან თავსებადობას, ობიექტების განთავსების ტრადიციულ მიდგომებს float (ტივტივი) თვისებისა და პოზიციონირების გამოყენებით და ასევე ახალ და თანამედროვე საშუალებებს, როგორიცაა flexbox.

ხელსაწყოები CSS-ის შემუშავებისთვის

  • CSS საჩვენებელი მასალები: წაახალისეთ საკუთარი შემოქმედებითი უნარები უახლესი CSS ტექნოლოგიების მუშაობის მაგალითებისა და ნიმუშების გამოკვლევით.
  • ვებდაპროგრამების ენები, რომლებიც ხშირად გამოიყენება CSS-სთან ერთად: HTML, SVG, XHTML და XML.
  • Mozilla-ს ტექნოლოგიები, რომლებიც აფართოებს CSS-ის გამოყენების შესაძლებლობებს: XUL, Firefox-ისა და Thunderbird-ის გაფართოებები და თემები.

Join the Web layout community

Choose your preferred method for joining the discussion:

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r, Gio_rgi, melomuxa
ბოლო განახლების ავტორი: G12r,