შემცირებული კოდის წასაკითხად გამზადება

ამ გვერდზე აღწერილია JavaScript გამმართველი, რომელიც წარმოდგენილია Firefox 52 და უფრო ახალ ვერსიებში, მათ შორის Firefox Nightly-სა და Firefox Developer Edition ვერსიებში.

უფრო ადრინდელ Firefox-სა და Firefox Beta ვერსიებში არსებულის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ გამმართველი (Firefox 52 ვერსიამდე).

თუ იყენებთ ახალს და გსურთ ძველ გამმართველზე დაბრუნება, შეგიძლიათ ეწვიოთ about:config გვერდს და „devtools.debugger.new-debugger-frontend“ პარამეტრს მიუთითოთ false. .

შემცირებული ფაილის წასაკითხად გასამზადებლად, დააწკაპეთ ხატულას:  წყაროს არეში. გამმართველი შეუცვლის სახეს წყაროს და აჩვენებს ახალი ფაილის სახით, მსგავსი სახელით: "[original-name]:formatted".

შენიშვნა: თუ გსურთ შიგთავსში ჩასმული javascript კოდის წასაკითხად გამზადება, უბრალოდ დააწკაპეთ ორჯერ, კოდზე დაკვირვების არეში.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r
ბოლო განახლების ავტორი: G12r,