ამ გვერდზე აღწერილია JavaScript გამმართველი, რომელიც წარმოდგენილია Firefox 52 და უფრო ახალ ვერსიებში, მათ შორის Firefox Nightly-სა და Firefox Developer Edition ვერსიებში.

უფრო ადრინდელ Firefox-სა და Firefox Beta ვერსიებში არსებულის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ გამმართველი (Firefox 52 ვერსიამდე).

თუ იყენებთ ახალს და გსურთ ძველ გამმართველზე დაბრუნება, შეგიძლიათ ეწვიოთ about:config გვერდს და „devtools.debugger.new-debugger-frontend“ პარამეტრს მიუთითოთ false.

JavaScript გამმართველი საშუალებას გაძლევთ ნაბიჯ-ნაბიჯ გაუყვეთ JavaScript კოდს და გამოცადოთ ან შეცვალოთ იგი, ხარვეზების აღმოსაჩენად და მოსაგვარებლად.

მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც ადგილობრივად გაშვებული კოდის გასამართად Firefox-ში, ასევე დისტანციურად, მაგალითად Android მოწყობილობაზე არსებული Firefox-ისთვის. იხილეთ დისტანციური გამართვის შესახებ და ნახეთ, თუ როგორ უნდა დაუკავშიროთ გამმართველი ცალკე მოწყობილობას.

გამმართველით აღჭურვილია Firefox და მოცემულ გვერდებზეც აღწერილია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Firefox-ში ჩაშენებული გამმართველი. თუმცა, ასევე შეგიძლიათ ცალკე არსებული ვებპროგრამის გამოყენებაც, მათ შორის სხვა ბრაუზერებსა და Node-ში გაშვებული კოდის გასამართად. დაწვრილებით ამის თაობაზე, შეგიძლიათ იხილოთ GitHub პროექტი.

ახალ გამმართველში არაა — ჯერჯერობით — მხარდაჭერილი ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ძველში იყო წარმოდგენილი. გაეცანით ახალი გამმართველის შეზღუდვებს.


სამომხმარებლო გარემოს გზამკვლევი

გამმართველის უკეთ გასაცნობად, იხილეთ მცირე გზამკვლევი.


როგორ

თუ გსურთ გაიგოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი გამმართველით, იხილეთ ქვემოთ მოცემული სახელმძღვანელოები:


ცნობარი

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r
ბოლო განახლების ავტორი: G12r,