L10n შემოწმება xcode-ით

გამართეთ თქვენი l10n საცდელი გარემო

როდესაც გამართავთ თქვენს l10n საცდელ გარემოს Xcode-ში, თქვენი Firefox iOS-ის თარგმანის შემოწმება ძალიან გაგიადვილდებათ.XLIFF diff screen (step 4)

  1. მიჰყევით კლონირებისა და აწყობის მითითებებს Firefox iOS-ზე.
  2. გახსენით Client.xcodeproj ფაილი Xcode-ში.
  3. მონიშნეთ Client პროექტი მარცხენა არეში და ზემოთ არსებულ ხელსაწყოთა ზოლში აირჩიეთ Editor > Import Localizations, თქვენი ნათარგმნი XLIFF ფაილის შემოსატანად.
  4. გახსნილ ფანჯარაში გამოჩნდება განსხვავებები, თქვენ მიერ შეტანილ XLIFF ფაილსა და პროექტის საქაღალდეში არსებულ მასალას შორის. დააწკაპეთ Import ღილაკს.

 

 

 

Xcode გადმოიტანს თქვენ მიერ ნათარგმნ სტრიქონებს პროექტში, საქაღალდეში ფაილის დამატებისა და არსებული სტრიქონების ჩანაცვლების შედეგად.

ამის შემდეგ, დაგჭირდებათ iOS სიმულატორის გამართვა, პროგრამის თქვენს ენაზე გასაშვებად.

  1. აირჩიეთ Product > Scheme > Edit Scheme ხელსაწყოთა ზოლიდან.
  2. Edit Scheme ფანჯარაში, მონიშნეთ Run მარცხენა არეში და გადადით Options ჩანართზე.
  3. აირჩიეთ სასურველი ენა Application Language ჩამონათვალიდან და დააწკაპეთ Close (თუ თქვენი ენა არაა ჩამონათვალში, უშუალოდ სიმულატორში სცადეთ სისტემის Preferred Language-ის მითითება, პროგრამის სასურველ ენაზე გასაშვებად).

ესეც ასე! ყველაფერი მზადაა თქვენი თარგმანის შესამოწმებლად Firefox iOS-ზე.

 

 

 

გაუშვით და შეამოწმეთ თქვენი თარგმანი Firefox iOS-ზე

iOS სიმულატორი მეტად ადვილი გამოსაყენებელია პროგრამის გაშვების შემდგომ. მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად, საჭიროა უკეთ გაერკვეთ სიმულატორში გამოყენებული ჟესტებისა და აპარატურული შეყვანის საშუალებებში. ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ.

  1. დააჭირეთ მარცხენა ზედა კუთხეში არსებულ Run ღილაკს (რომელსაც დაკვრის ხატულა აქვს).
  2. გადადით ახლადგახსნილ iOS სიმულატორის ფანჯარაზე.
  3. ნათარგმნი სტრიქონების დიდი ნაწილი წარმოადგენს ხელმისაწვდომი ელემენტების (accessibility) ტექსტს, რომელთა გამოჩენაც შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ ღილაკზე თითის შეხებისას. ამ ტექსტის სანახავად, დაგჭირდებათ Accessibility Inspector-ის გაშვება iOS სიმულატორისთვის შემდეგნაირად.
    1. ზემოთ არსებულ ხელსაწყოთა ზოლზე დააჭირეთ Xcode და გადადით  Open Developer Tool > Accessibility Inspector.
    2. გაიხსნება Accessibility Inspector ფანჯარა და დარჩება მოქმედი iOS სიმულატორის გათიშვის ან ხელახლა გაშვების შემთხვევაშიც, სანამ არ გამორთავთ.
  4. ახლა უკვე შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თქვენი Firefox პროგრამა iOS სიმულატორში, ნახოთ როგორც ხილული ელემენტები, ასევე სხვა ხელმისაწვდომი ელემენტების ტექსტებიც.

გილოცავთ, თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ თქვენი პროგრამის შემოწმება! როგორც ხედავთ, არც ისე რთული ყოფილა.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: Georgianizator
ბოლო განახლების ავტორი: Georgianizator,