Firefox წარმოადგენს Mozilla-ს პოპულარულ ბრაუზერს, რომელიც ხელმისაწვდომია მრავალ პლატფორმაზე, მათ შორის Windows, OS X და Linux სამაგიდო სისტემებზე, ასევე Android და iOS მობილურ მოწყობილობებზე. გამომდინარე იქიდან, რომ გააჩნია ფართო შესაძლებლობები და უახლეს ვებტექნოლოგიებთან მაღალი თავსებადობა, ამასთან აღჭურვილია შემუშავების მძლავრი ხელსაწყოებით, Firefox საუკეთესო არჩევანია როგორც ვებშემმუშავებლებისთვის, ასევე რიგითი მომხმარებლებისთვის.

Firefox არის ღია წყაროს მქონე პროექტი; კოდის დიდი ნაწილი შექმნილია მოხალისეების დიდი ერთობის მიერ. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორ არის შესაძლებელი, Firefox პროექტში წვლილის შეტანა და იხილავთ ბმულებსა და ინფორმაციას Firefox-ისთვის დამატებების შექმნის, Firefox-ის შემმუშავებლის ხელსაწყოების გამოყენებისა და სხვა საკითხების შესახებ.

იხილეთ, თუ როგორ უნდა შექმნათ დამატებები Firefox-ისთვის, როგორ შეიტანოთ წვლილი და განავითაროთ თავად Firefox და როგორ მუშაობს Firefox-ის შიდა ან მასთან დაკავშირებული პროექტები.

  • გამოშვების მონაცემები

    შემმუშავებლების ვერსიის გამოშვების მონაცემები; გაეცანით ახლად დამატებულ შესაძლებლობებს, ვებსაიტებთან და დამატებებთან დაკავშირებით, Firefox-ის თითოეულ ვერსიაში.

  • პროექტის მასალები

    მიიღეთ ვრცელი ინფორმაცია Firefox-ის შესაძლებლობებისა და მისი აწყობის სისტემის შესახებ, შედეგად შეგიძლიათ მონახოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, მონაწილეობის მისაღებად.

  • შემმუშავებლის სახელმძღვანელო

    შემმუშავებლის სახელმძღვანელოში დაწვრილებითაა მოცემული, როგორ უნდა მიიღოთ და დაამუშავოთ Firefox-ის პირველწყარო კოდი, როგორ იპოვოთ სასურველი პროექტი და როგორ შეიტანოთ წვლილი მის გაუმჯობესებაში.

Firefox განახლების არხები

Firefox ხელმისაწვდომია ოთხი არხის მეშვეობით.

Firefox Nightly

ყოველ ღამე ჩვენ ვაწყობთ ახალ Firefox-ს, უახლესი კოდით mozilla-central-ში. ეს ანაწყობები განკუთვნილია Firefox-ის შემმუშავებლებისთვის და მათთვის, ვისაც სურს გამოსცადოს დაუხვეწავი შესაძლებლობები, რომელთა დამუშავებაც, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ჩამოტვირთეთ Firefox Nightly

Firefox Developer Edition

Firefox-ის ეს ვერსია მორგებულია შემმუშავებლებზე. ყოველ ექვს კვირაში, ჩვენ ვიღებთ ახალ შესაძლებლობებს Firefox Nightly-იდან, რომელიც საკმარისად მდგრადია და ვქმნით Firefox Developer Edition-ის ახალ ვერსიას. ჩვენ, ასევე ვამატებთ გარკვეულ შესაძლებლობებს შემმუშავებლებისთვის, რომლებიც მხოლოდ ამ არხზეა ხელმისაწვდომი.

ვრცლად, Firefox Developer Edition ვერსიაზე.

ჩამოტვირთეთ Firefox Developer Edition

Firefox Beta

Firefox Developer Edition-ის ექვსი კვირის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვიღებთ საკმარისად მდგრად შესაძლებლობებს და ვქმნით Firefox Beta-ს ახალ ვერსიას. Firefox Beta ანაწყობები განკუთვნილია Firefox-ის მოყვარულებისთვის იმ სიახლეების გამოსაცდელად, რაც წარმოდგენილი იქნება Firefox-ის მომდევნო გამოშვებაში.

ჩამოტვირთეთ Firefox Beta

Firefox

Beta-ს ექვსკვირიანი გამოცდის შემდეგ, ახალი შესაძლებლობები უკვე მზადაა Firefox-ის საბოლოო გამოშვებაში, მილიონობით მომხმარებლის წინაშე წარსადგენად.

ჩამოტვირთეთ Firefox

Join the Firefox community

Choose your preferred method for joining the discussion:

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: Georgianizator, wbamberg, teoli
ბოლო განახლების ავტორი: Georgianizator,