WebExtension API-ს გამოყენებით შემუშავებული გაფართოებები მრავალპლატფორმულია, ანუ თავსებადია სხვადასხვა ბრაუზერთან: მეტად ყოვლისმომცველი რომ ყოფილიყო, მოცემულ ტექნოლოგიაში გათვალისწინებულია თავსებადობა extension API-სთან, რომელიც მხარდაჭერილია Google Chrome-სა Opera-ში. შესაბამისად, ამ ბრაუზერებისთვის შექმნილი გაფართოებები, უმეტეს შემთხვევაში გაეშვება Firefox-შიც, მცირე ცვლილებების შედეგად. თითქმის ყველა extension API მხარდაჭერილია უკუგამოძახების ფუნქციების საშუალებით,  chrome namespace-ში, როგორც Chrome-ში. ხოლო, ის API-ები, რომელიც არაა მხარდაჭერილი chrome namespace-ში, ისედაც არაა თავსებადი Chrome-თან. ამ მცირე გამონაკლისების შემთხვევაში, API-ის დოკუმენტაციის გვერდზე იქნება განმარტებული, რომ მხოლოდ browser namespace-შია მხარდაჭერილი. Chrome-იდან, ან Opera-დან გაფართოების გადმოტანა ხდება შემდეგნაირად:

  1. შეამოწმეთ manifest.json ფაილში განსაზღვრული შესაძლებლობები და WebExtension API-ები, Chrome-თან არათავსებადობის ცნობარის მიხედვით. თუ თქვენ იყენებთ იმ შესაძლებლობებს, ან API-ებს, რომელიც ჯერჯერობით არაა მხარდაჭერილი Firefox-ში, შეიძლება ჯერ ვერ შეძლოთ გაფართოების გადმოტანა. Mozilla გთავაზობთ მომსახურებას, ამ საფეხურის გამარტივებისთვის: https://www.extensiontest.com/.
  2. დააყენეთ გაფართოება Firefox-ში და გამოცადეთ.
  3. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით დამატებების შემმუშავებელთა ელფოსტის მისამართებზე ან მონახეთ #webextensions IRC-ზე.
  4. წარადგინეთ თქვენი დამატება AMO საიტზე ხელმოწერისა და გავრცელებისთვის.

თუ აქამდე, Chrome-ის ბრძანებების ველს იყენებდით, შეუფუთავი გაფართოების გასაშვებად, იხილეთ ჩვენი web-ext ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც, ავტომატურად ჩაიდგმება გაფართოება Firefox-ში დროებით, დამუშავების მიზნით.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

 ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: georgianizator
 ბოლო განახლების ავტორი: georgianizator,