დამატებები, საშუალებას აძლევს შემმუშავებლებს, გააფართოვონ და შეცვალონ Firefox-ის შესაძლებლობები. მათი შექმნა შეიძლება ვებდაპროგრამების ტექნოლოგიებით - JavaScript, HTML და CSS - ასევე, ზოგიერთი JavaScript API-ების დახმარებითაც. დამატებების მეშვეობით შესაძლებელია:

  • ცალკეული ვებსაიტების იერსახის და შიგთავსის შეცვლა
  • Firefox-ის სამომხმარებლო გარემოს გადაკეთება
  • Firefox-ისთვის ახალი შესაძლებლობების დამატება

რამდენიმე სახის დამატება არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია გაფართოებები.

გაფართოებების შემუშავება

Firefox გაფართოებების შესაქმნელად წარსულში, ხელსაწყოთა რამდენიმე ნაკრები არსებობდა, თუმცა 2017 წლის ნოემბრის ბოლოდან, მათი შექმნა, მხოლოდ WebExtensions API-ების გამოყენებითაა დაშვებული. ხელსაწყოთა სხვა ნაკრებები, როგორიცაა Overlay, Bootstrapped და დამატებების SDK, მოძველებულ ტექნოლოგიებადაა მიჩნეული და ამოღებულია.

თუ, ახალი გაფართოების შექმნა გსურთ, გამოიყენეთ WebExtensions API-ები.

WebExtensions API-ებით შექმნილი Firefox გაფართოებები, ყველა ბრაუზერთანაა თავსებადი. უმეტეს შემთხვევაში, მათი გაშვება თავისუფლად შეიძლება Chrome, Edge-სა და Opera-ში, მცირე ცვლილებების შედეგად. ასევე, სრულად თავსებადია Firefox-ის მრავალპროცესიან ვერსიასთანაც.

იხილეთ, Firefox-სა და სხვა ბრაუზერებში, ამჟამად მხარდაჭერილი API-ები. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ახალი API-ების დასამატებლად, შემმუშავებელთა საჭიროებების შესაბამისად.

WebExtensions API-ების უმეტესობა, ასევე ხელმისაწვდომია Firefox Android-ზეც.

არსებული გაფართოებების გადაკეთება

თუ, გაქვთ ძველი გაფართოები, რომელიც შექმნილია XUL overlay, bootstrapped, ან დამატებების SDK-ს საშუალებით, მათი გადმოტანაც შეგიძლიათ WebExtension API-ებზე. იხილეთ, გადმოტანის შესახებ მასალა MDN-ზე.

ვრცლად, მხარდაჭერილი ტექნოლოგიების შესახებ, იხილეთ wiki გვერდზე.

დამატებების გამოქვეყნება

Addons.mozilla.org, ცნობილი როგორც "AMO," არის Mozilla-ს ოფიციალური საიტი შემმუშავებლებისთვის, დამატებების განსათავსებლად და მომხმარებლებისთვის, მათ მოსაძიებლად. დამატების AMO საიტზე ატვირთვით, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი შემქმნელებისა და მომხმარებლების დიდი ერთობის წევრი და მარტივად გაუზიაროთ თქვენი ნამუშევარი ხალხს.

თქვენ არ ხართ ვალდებული AMO-ზე განათავსოთ თქვენი დამატება, მაგრამ აუცილებელია, რომ Mozilla-მ დაამოწმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები ვერ შეძლებენ მის დაყენებას.

დამატების გამოქვეყნებისა და მიმოხილვის შესახებ, ვრცლად იხილეთ დამოწმებისა და გავრცელების საკითხები.

სხვა სახის დამატებები

გარდა გაფართოებებისა, ასევე არსებობს სხვა დამატებებიც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, უკეთ მოირგონ Firefox. მათ შორისაა:

  • მსუბუქი თემებით შესაძლებელია Firefox იერსახის მცირე ცვლილება.
  • მობილურის დამატებები განკუთვნილია Firefox Android ვერსიისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ვგეგმავთ ამ API-ების ტექნოლოგიების ამოღებას. მომავალში, WebExtensions API-ები სრულად იქნება მხარდაჭერილი Firefox Android-ზეც.
  • საძიებო სისტემის მოდული ამატებს საძიებო საიტს, ბრაუზერის ძიების ველში.
  • ლექსიკონებით შესაძლებელია მართლწერის შემოწმება, სხვადასხვა ენებზე.
  • ენის პაკეტები საშუალებას იძლევა, Firefox-ის იერსახე ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ენაზე.

დაგვიკავშირდით

ქვემოთ მოცემული ბმულები შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარების მისაღებად, სიახლეების შესატყობად, დამატებების შესახებ და გამოხმაურებისთვის.

დამატებების ფორუმი

ისარგებლეთ დამატებების ფორუმით, შემუშავების შესახებ, ნებისმიერი საკითხის განსახილველად და დახმარების მისაღებად.

ელფოსტების სია

გამოიყენეთ dev-addons მისამართები, დამატებების შესამუშავებელი გარემოს, WebExtension სისტემისა და AMO საიტის შესახებ სასაუბროდ:

გამოიყენეთ webextensions-support მისამართები, დამატებების WebExtensions-ზე გადმოტანის და გადაკეთების შესახებ სასაუბროდ:

IRC

თუ IRC-ს გამოყენება უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ იხილოთ:

  • #addons (დამატებების შესახებ)
  • #extdev (დამატებების შემუშავების შესახებ, ზოგადი საუბრებისთვის)
  • #webextensions (WebExtensions API-სთან დაკავშირებით, ცალკეული საკითხების განსახილველად )

მოხსენება ხარვეზების შესახებ

უსაფრთხოების სისუსტეები

თუ რომელიმე დამატებაში აღმოაჩენთ უსაფრთხოებისთვის შეუთავსებელ მოწყვლადობას, მიუხედავად იმისა, Mozilla-ს საიტზეა თუ არა განთავსებული, გვაცნობეთ და ჩვენ, შემმუშავებელთან ერთად, აუცილებლად ვიზრუნებთ მის გამოსწორებაზე. გთხოვთ, მოგვახსენოთ ანონიმურად Bugzilla-ში, ან მოგვწერეთ ელფოსტაზე amo-admins@mozilla.org.

ხარვეზები addons.mozilla.org (AMO) საიტზე

თუ საიტზე რამე შეცდომას იპოვით, სიამოვნებით გამოვასწორებთ. გთხოვთ, მოგვახსენოთ და დაურთოთ რაც შეიძლება ვრცელი აღწერა.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

 ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: georgianizator, caitmuenster
 ბოლო განახლების ავტორი: georgianizator,