მართლწერის შესამოწმებელი დამატების შექმნა

ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ ხდება მართლწერის შესამოწმებელი Hunspell ლექსიკონის, Firefox-ის დამატებად ქცევა, ასევე, როგორ შეიძლება არსებული დამატების ისე შეცვლა, რომ დაყენება, წაშლა და განახლება არ საჭიროებდეს პროგრამის ხელახლა გაშვებას.

საჭირო მასალები

დამატების შესაქმნელად, პირველ რიგში გესაჭიროებათ ორი რამ:

  • მართლწერის შესამოწმებელი ლექსიკონი Hunspell ან Myspell ფორმატში, ლიცენზიასთან ერთად, რომელიც გაძლევთ მისი გამოყენების უფლებას. ასეთი ლექსიკონები შედგება ორი ფაილისგან, ერთია .dic და მეორე .aff გაფართოების.
  • ენისთვის განსაზღვრული კოდი, რომელიც უნდა მიენიჭოს ამ ლექსიკონს. მაგალითად en-US, de-DE ან ka. ენის კოდის სწორად არჩევა მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლწერის შემმოწმებელი ვერ შეუსაბამებს თქვენი ლექსიკონის ენას, ვებგვერდის ენას და ვერ გამოიყენებს მას.

თუ ახალ ლექსიკონს ქმნით, განსხვავებით არსებულის განახლებისა, გთხოვთ, გადაამოწმოთ, უკვე არსებობს თუ არა ხელმისაწვდომი ლექსიკონი თქვენი ენისთვის. თუ არსებობს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ავტორს განახლებისთვის, ან პირდაპირ, AMO საიტის ხელმძღვანელებს, იმ შემთხვევაში, თუ ავტორი არ გამოგეხმაურებათ.

პაკეტის მომზადება

Firefox დამატება წარმოადგენს ZIP არქივს, რომლის გაფართოებაც არის .xpi, ნაცვლად ჩვეულებრივი .zip გაფართოებისა. ლექსიკონის დამატების შესაქმნელად, უბრალოდ შექმენით ZIP არქივი, რომელშიც მოთავსებული იქნება, შემდეგი ფაილები და საქაღალდეები:

ჩემი-ლექსიკონი.xpi

  • install.rdf
  • dictionaries/
    • ენის-კოდი.dic
    • ენის-კოდი.aff

.dic და .aff ფაილები უნდა მოთავსდეს ZIP არქივში, dictionaries დასახელების მქონე ქვესაქაღალდეში. ორივე ფაილს სახელად უნდა მიენიჭოს ენის კოდი. ამასთან, ZIP ფაილის ძირეულ საქაღალდეში უნდა დაემატოს install.rdf დასახელების ფაილიც. სადაც იქნება მითითებული დამატების მონაცემები, მათ შორის მისი სახელი და ვერსიის ნომერი (მაგალითი იხილეთ ქვემოთ). ამასთან, საჭირო ფაილების გარდა, შეგიძლიათ დამატებითი ფაილებიც განათავსოთ, მაგალითად ლექსიკონის ხატულა, ან ლიცენზიის აღწერა.

ქვემოთ მოცემულია install.rdf ფაილის შიგთავსის მაგალითი. მისი შექმნა და ჩასწორება შეგიძლიათ, ტექსტის მარტივი ჩასასწორებელი პროგრამებით, როგორიცაა Notepad.

<?xml version="1.0"?>
<RDF xmlns="http://www.w3.org/1999/02/22-rdf-syntax-ns#"
     xmlns:em="http://www.mozilla.org/2004/em-rdf#">
  <Description about="urn:mozilla:install-manifest">
    <em:id>locale-code@dictionaries.addons.mozilla.org</em:id>
    <em:version>version number</em:version>
    <em:type>64</em:type>
    <em:unpack>true</em:unpack>
    <em:name>Name</em:name>
    <!--
      Other install.rdf metadata such as em:localized, em:description, em:creator,
      em:developer, em:translator, em:contributor or em:homepageURL
    -->


    <!-- Firefox -->
    <em:targetApplication>
      <Description>
        <em:id>{ec8030f7-c20a-464f-9b0e-13a3a9e97384}</em:id>
        <em:minVersion>18.0a1</em:minVersion>
        <em:maxVersion>46.0</em:maxVersion>
      </Description>
    </em:targetApplication>

    <!-- Thunderbird -->
    <em:targetApplication>
      <Description>
        <em:id>{3550f703-e582-4d05-9a08-453d09bdfdc6}</em:id>
        <em:minVersion>18.0a1</em:minVersion>
        <em:maxVersion>22.0</em:maxVersion>
      </Description>
    </em:targetApplication>

    <!-- SeaMonkey -->
    <em:targetApplication>
      <Description>
        <em:id>{92650c4d-4b8e-4d2a-b7eb-24ecf4f6b63a}</em:id>
        <em:minVersion>2.15a1</em:minVersion>
        <em:maxVersion>2.49</em:maxVersion>
      </Description>
    </em:targetApplication>
  </Description>
</RDF>

აქ მოცემულია რამდენიმე საკითხი, რაც გასათვალისწინებელია install.rdf ფაილთან მიმართებაში:

  • თუ ახალ დამატებას ქმნით, სასურველია, რომ em:id შედგებოდეს თქვენი ენის კოდისა და @dictionaries.addons.mozilla.org დაბოლოებისგან, მაგრამ თუ თქვენი ენისთვის, ერთზე მეტი ლექსიკონია (მაგალითად, გერმანულისთვისაა "ძველი მართლწერის" და "ახალი მართლწერის" ლექსიკონები), მაშინ საჭირო იქნება ახალი ID კოდის არჩევა, em:id წესების შესაბამისად. თუ თქვენ, არსებული ლექსიკონის განახლებას ცდილობთ, მაშინ უნდა შენარჩუნდეს ამავე ლექსიკონის em:id, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები ვერ შეძლებენ განახლების მიღებას.
  • em:version უნდა ექვემდებარებოდეს Mozilla დამატების ვერსიის ნუმერაციის წესებს, ხოლო თუ განახლებას აპირებთ, არსებული ლექსიკონის, მაშინ მინიჭებული ვერსიის ნომერი, უნდა აღემატებოდეს მიმდინარე ვერსიის ნომერს.
  • არ შეცვალოთ em:type და em:unpack და არ დაამატოთ em:bootstrap ელემენტი. Type = 64 მიუთითებს, რომ დამატება პროგრამის ხელახლა გაშვების გარეშე იმუშავებს და Hunspell საჭიროებს დაშლას, ლექსიკონის წასაკითხად.
  • დამატების, პროგრამის ხელახლა გაშვების გარეშე ამუშავება, Gecko 10 ვერსიიდანაა ხელმისაწვდომი, ლექსიკონის განახლებები, კი Gecko 18 ვერსიიდან. em:minVersion უნდა იყოს იგივე, რაც ზემოთ მოცემულ მაგალითშია (ან უფრო მაღალი). თუ em:minVersion უფრო დაბალი იქნება, Gecko 10-17 ვერ შეძლებს თქვენი ლექსიკონის განახლებას, პროგრამის ხელახლა გაშვების გარეშე მომუშავე დამატების ჩადგმის შემთხვევაში (bug 782118), Gecko 10-16-მა კი შეიძლება აცნობოს მომხმარებელს, რომ თქვენი დამატება არათავსებადია, როცა ისინი Firefox/Thunderbird-ის განახლებას შეეცდებიან (bug 782115).
  • em:maxVersion კი განაახლეთ უმაღლეს ხელმისაწვდომ ვერსიამდე.

როცა მოათავსებთ მითითებულ ფაილებს თქვენს ZIP ფაილში და შეუცვლით გაფართოებას .xpi-ით, შეგეძლებათ დამატების Firefox-ში დაყენება და მისი გამოცდა. წარმატებულად ამუშავების შემთხვევაში, შეგიძლიათ ატვირთოთ addons.mozilla.org საიტზე და მოითხოვოთ ლექსიკონებისა & ენის პაკეტების გვერდზე დამატება.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

 ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: georgianizator
 ბოლო განახლების ავტორი: georgianizator,