სტატიაში საჭირო პროგრამების დაყენება ნაჩვენებია თუ რომელი ხელსაწყოები გამოგადგებათ ვებშემუშავებაში და როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი სათანადოდ.

რა საშუალებებია საჭირო პროფესიონალური საქმიანობისთვის?

  • კომპიუტერი. ზოგს ამის აღნიშვნა შეიძლება ზედმეტადაც კი მოეჩვენოს, თუმცა ბევრი ამ სტატიას შესაძლოა მობილური მოწყობილობიდან ან ოფისიდან კითხულობდეს. ვებშემუშავებაში კი სერიოზული სამუშაოებისთვის, უმჯობესია სათანადო სიმძლავრის სამაგიდო კომპიუტერის ან ლეპტოპის შეძენა, რომელზეც გაშვებული იქნება Windows, Mac ან Linux სისტემა.
  • ტექსტური რედაქტორი კოდის დასაწერად. ეს შეიძლება იყოს ტექსტის ჩვეულებრივი რედაქტორი (მაგ. SublimeBrackets, Atom ან Visual Studio Code) ან კოდის შემუშავებისთვის განკუთვნილი საგანგებო პროგრამები (მაგ. Dreamweaver ან WebStorm). საოფისე რედაქტორები არ გამოდგება ამ საქმისთვის, რადგან მსგავს პროგრამებში ტექსტის წერისას გარკვეული სახის ფარული ელემენტებიც ემატება, რაც ხელს შეუშლის ბრაუზერის ძრავას, სწორად დაამუშავოს კოდი.
  • ბრაუზერები კოდის გამოსაცდელად. ამჟამად, ხშირად გამოყენებული ბრაუზერებია Firefox, Chrome, Opera, Safari, Internet Explorer და Microsoft Edge. ასევე საჭიროა საიტის შემოწმება მობილურ მოწყობილობებსა და ბრაუზერის ყველა იმ ძველ ვერსიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ შეიძლება იყენებდეს მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფები (ასეთია IE 8–10.)
  • გრაფიკული რედაქტორი, როგორიცაა GIMP, Paint.NET ან Photoshop სურათების მოსამზადებლად ვებგვერდებისთვის.
  • გადამუშავებული ვერსიების მართვის სისტემა, ფაილების სერვერზე განსათავსებლად და მოსაწესრიგებლად, პროექტზე გუნდურად მუშაობისთვის, კოდის ან მისი ნაწილების გაზიარებისთვის და ცვლილებების შეტანისას შეუთანხმებლობის ასარიდებლად. ამჟამად Git არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული სისტემა ფაილების სამართავად და ამასთან, პროგრამისტების უმრავლესობა კოდის განსათავსებლად GitHub-ის მომსახურებას იყენებს, რომელიც ასევე დაფუძნებულია Git-ზე.
  • FTP-პროგრამა, გამოიყენება მოძველებული ჰოსტინგის ანაგრიშებისთვის, ფაილების ასატივრთად და სამართავად სერვერზე (Git თანდათან სრულად ანაცვლებს FTP-ს ამ დანიშნულებით). მრავალი (S)FTP-პროგრამაა ხელმისაწვდომი, მათ შორის Cyberduck, Fetch და FileZilla.
  • ავტომატიზაციის სისტემა, მაგალითად Grunt ან Gulp განმეორებითი დავალებების ავტომატურად შესასრულებლად, როგორიცაა კოდის გამარტივება და შემოწმებების გაშვება.
  • მზა ნიმუშები, ბიბლიოთეკები, სამუშაო გარსები და ა.შ. კოდის წერის დროის შესამცირებლად და შესაძლებლობების გასამრავალფეროვნებლად.
  • სხვა დამატებითი ხელსაწყოები!

რომელი ხელსაწყოები მესაჭიროება ახლა?

ეს ჩამონათვალი შესაძლოა საშიშად მოგეჩვენოთ, თუმცა ვებშემუშავების დაწყება ისე შეგიძლიათ, რომ უმრავლესი მათგანი, საერთოდ არც გამოიყენოთ. ამ სტატიაში უბრალოდ გავმართავთ აუცილებლად საჭირო საშუალებებს — ტექსტის რედაქტორსა და ზოგიერთ თანამედროვე ბრაუზერს.

ტექსტური რედაქტორის დაყენება

წესით კომპიუტერში ისედაც უნდა გეყენოთ ჩვეულებრივი ტექსტური რედაქტორი. Windows-ს მოყვება Notepad, ხოლო macOS-ს TextEdit. Linux-ის ვერსიებს სხვადასხვა; მაგალითად Ubuntu-ს აქვს gedit.

ვებშემუშავებისთვის უმჯობესია უკეთესი პროგრამა გამოიყენოთ ვიდრე არის Notepad ან TextEdit. ჩვენ გირჩევთ დასაწყისისთვის Brackets-ს, რომელიც არის უფასო და გააჩნია მიღებული შედეგის შეთვალიერების შესაძლებლობა, ასევე იძლევა მინიშნებებს კოდის წერისას.

თანამედროვე ბრაუზერის დაყენება

დასაწყისისთვის, უბრალოდ დააყენეთ რამდენიმე ბრაუზერი კომპიუტერზე კოდის შესამოწმებლად. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სისტემისთვის შესაბამისი ბმულები ბრაუზერების ჩამოსატვირთად:

  • Linux: Firefox, Chrome, Opera.
  • Windows: FirefoxChrome, Opera, Internet Explorer, Microsoft Edge (Windows 10-ს მოყვება Edge; თუ გაქვთ Windows 7 ან უფრო ახალი, შეგიძლიათ დააყენოთ Internet Explorer 11; სხვა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ შემცვლელი ბრაუზერი)
  • Mac: Firefox, Chrome, Opera, Safari (Safari მოყვება iOS და macOS სისტემებს)

სანამ განაგრძობთ, სასურველია რომელიმე ორი მათგანი მაინც დააყენოთ და მოამზადოთ კოდის გამოსაცდელად.

ვებსერვერის ადგილობრივად გამართვა

მაგალითების ნაწილი საჭიროებს გაშვებულ ვებსერვერს. ამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საცდელი სერვერის ადგილობრივად გამართვა?

მოცემულ მოდულში

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: Georgianizator
ბოლო განახლების ავტორი: Georgianizator,