Help us test MDN's new front-end: https://discourse.mozilla.org/t/help-us-test-mdns-new-react-front-end-beta/42593

მოგესალმებათ MDN-ის სასწავლო განყოფილება. სტატიების ამ ნაკრების მიზანია, რომ შეასწავლოს სრულიად დამწყებებს ვებშემუშავება და ყველა ის საკითხი, რაც დაეხმარება მათ დაიწყონ მარტივი საიტების კოდის წერა.

MDN-ის ეს განყოფილება იმისთვის არაა განკუთვნილი, რომ გაქციოთ „დამწყებიდან“ პირდაპირ „გამოცდილ“ სპეციალისტად, თუმცა დაგეხმარებათ „დამწყებიდან“ გახდეთ „მარჯვე“ ამ საქმიანობაში. შემდეგ კი შეგეძლებათ უკვე თავად გაიკვლიოთ გზა, შეისწავლოთ MDN-ზე დანარჩენი საკითხებიც და შეეჭიდოთ სხვა საშუალო ან რთულ მასალებს, უკვე მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად.

თუ სრულიად დამწყები ხართ, ვებშემუშავება თქვენთვის შეიძლება რთული გამოწვევა იყოს — თუმცა, ჩვენ მხარში დაგიდგებით და მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას, რომ ადვილად შეძლოთ მასალის სათანადო ათვისება. თავი იგრძენით კომფორტულად, არ აქვს მნიშვნელობა მოსწავლე ხართ ვებშემუშავებაში (დამოუკიდებლად თუ სასწავლებელში), მასწავლებელი ხართ, რომელსაც სურს სასწავლო მასალის მოძიება, თქვენი მისწრაფებაა ეს თუ უბრალოდ გსურთ უკეთ გაიგოთ, როგორ მუშაობს ვებტექნოლოგიები.

ყურადღება: მასალები სასწავლო განყოფილებაში დროდადრო შეიძლება შეივსოს. თუ გაქვთ კითხვები იმ თემებზე რომელთა ხილვასაც ისურვებდით ან მიგაჩნიათ რომ არასრულადაა განხილული, იხილეთ ქვემოთ აბზაცი დაგვიკავშირდით, საიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ.

საიდან დავიწყო

შენიშვნა: ჩვენი სიტყვარი გთავაზობთ ტერმინების განმარტებებს.

შემთხვევითი ჩანაწერი სიტყვარიდან

Codec
A codec  (a blend word derived from "coder-decoder") is a program, algorithm, or device that encodes or decodes a data stream. A given codec knows how to handle a specific encoding or compression technology.

გავლილი საკითხები

აქ მოცემული იმ თემების ჩამონათვალი, რომელიც განხილულია MDN-ის სასწავლო განყოფილებაში.

ვებშიგთავსზე მუშაობის დაწყება
საშუალებას იძლევა, პრაქტიკული კუთხით გაეცნონ ვებშემუშავებას სრულიად დამწყებები.
HTML — აგებულება ვებგვერდებისთვის
HTML წარმოადგენს ენას, რომელიც გამოიყენება შიგთავსის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების ასაგებად და მათი დანიშნულების განსასაზღვრად. ამ თემაში HTML განხილულია დაწვრილებით.
CSS — იერსახე ვებგვერდებისთვის
CSS არის ენა ვებშიგთავსის იერსახის და განლაგების მოსაწყობად, აგრეთვე გარკვეული სახის მოძრავი ელემენტების დასამატებლად. აღნიშნულ თემაში CSS სრულყოფილადაა განხილული.
JavaScript — კლიენტის მხარის დინამიკური დაპროგრამების ენა
JavaScript დაპროგრამების ენაა, რომელიც გამოიყენება ვებგვერდებისთვის დინამიკური შესაძლებლობების მისანიჭებლად. ეს თემა შეგასწავლით ყველა არსებით საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ კოდის წერაში და სრულად აითვისოთ JavaScript.
ხელმისაწვდომობა — გახადეთ ვებსივრცე საყოველთაოდ გამოსადეგი
ხელმისაწვდომობა გულისხმობს ვებშიგთავსის შექმნის ისეთ გზებსა და მეთოდებს, რომლებიც მისით სარგებლობის საშუალებას მისცემს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, განურჩევლად შეზღუდული შესაძლებლობების, მოწყობილობების სახეობის, ენებისა და სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა. მოცემული თემა მოგაწვდით სრულ ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ.
ხელსაწყოები და შემოწმება
ეს თემა წარმოადგენს ადგილს, სადაც განხილულია ის ხელსაწყოები, რომლებიც მეტად გაუმარტივებს საქმეს შემმუშავებლებს, მაგალითად, ვებშიგთავსის მრავალ ბრაუზერზე გამოცდის საშუალებები.
საიტის სერვერული მხარის დაპროგრამება
იმ შემთხვევაშიც კი თუ უფრო მეტად კლიენტის მხარის ვებშემუშავების შესწავლაზე ხართ მიმართული, მაინც მეტად გამოგადგებათ ცოდნა სერვერების მუშაობის საფუძვლებისა და სერვერის მხარის კოდის შესაძლებლობების შესახებ. ეს თემა გთავაზობთ ზოგად შესავალს სერვერის მხარის მუშაობის შესახებ და დაწვრილებით გაკვეთილებს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება სერვერული პროგრამები ორი ცნობილი სამუშაო გარსით, როგორიცაა Django (Python) და Express (node.js).

გადმოწერეთ ჩვენი კოდის ნიმუშები

კოდის ყველა ნიმუში, რომელსაც იხილავთ ჩვენს სასწავლო განყოფილებაში, ხელმისაწვდომია GitHub-ზე. თუ გსურთ მართი ასლის გადატანა თქვენს კომპიუტერში, უმარტივესი გზაა:

  1. დააყენოთ Git თქვენს მოწყობილობაზე. იგი წარმოადგენს გადამუშავებული ვერსიების მართვის სისტემას, რომლის საფუძველზეც მუშაობს GitHub.
  2. შექმენით GitHub-ანგარიში. ეს მეტად მარტივი და ადვილი გასაკეთებელია.
  3. როგორც კი შექმნით, გადადით github.com-ზე თქვენი სახელითა და პაროლით.
  4. გახსენით თქვენი კომპიუტერის ბრძანებათა სტრიქონი (Windows) ან ტერმინალი (Linux, MacOSX)
  5. სასწავლო განყოფილების ფაილების საცავის (repo) ასლის გადმოსატანად თქვენი კომპიუტერის საქაღალდეში დასახელებით learning-area, ბრძანებათა სტრიქონში/ტერმინალში მოცემულ მდებარეობაზე, გამოიყენეთ შემდეგი ბრძანება:
    git clone https://github.com/mdn/learning-area
  6. ამის შემდეგ უკვე შეგეძლებათ გადახვიდეთ აღნიშნულ საქაღალდეში და მონახოთ ფაილები (ან თქვენი ფაილების სანახავი პროგრამით, როგორიცაა finder/file explorer, ან cd-ბრძანებით).

learning-area საცავის ნებისმიერი ცვლილებები შეგიძლიათ ასახოთ მთავარ (master) ვერსიაში GitHub-ზე შემდეგი ნაბიჯებით:

  1. თქვენს ბრძანებათა სტრიქონში/ტერმინალში, გადადით საქაღალდეზე learning-area ბრძანებით cd. მაგალითად, თუ ხართ ზედა საქაღალდეში:
    cd learning-area
  2. განაახლეთ საცავი შემდეგი ბრძანებით:
    git pull

დაგვიკავშირდით

თუ გსურთ იყოთ კავშირზე ჩვენთან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ამისთვის საუკეთესო გზაა მოგვწეროთ შეტყობინება სასწავლო განყოფილების თემაში discourse-ზე ან IRC-არხებზე. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს, თუ მიგაჩნიათ რომ რამე არასწორია ან აკლია საიტს, ასევე გავეცნობით მოთხოვნებს ახალი სასწავლო საკითხების დამატების შესახებ და დახმარების თხოვნებს გაუგებრობების თაობაზე. აგრეთვე მივიღებთ სხვა სახის ნებისმიერ მითითებებსა და მოსაზრებებს.

თუ სურვილი გაქვთ დაგვეხმაროთ შიგთავსის შემუშავებასა და გაუმჯობესებაში, იხილეთ როგორ შემიძლია დახმარება და გამოგვეხმაურეთ! ჩვენ ყველა შემთხვევაში მოხარულნი ვიქნებით თქვენთან გასაუბრებით, შემსწავლელი ხართ, მასწავლებელი, გამოცდილი ვებშემმუშავებელი თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ჩვენი სასწავლო მასალების გაუმჯობესებაში.

Join the Learn community

Choose your preferred method for joining the discussion:

აგრეთვე იხილეთ

Mozilla-ს სიახლეების ცნობარი შემმუშავებლებისთვის
ჩვენი სიახლეების ცნობარი ვებშემმუშავებლებისთვის, რომელიც დიდი რესურსია, ყველა დონის გამოცდილების მქონეთათვის.
Codecademy
მშვენიერი გზა, დაპროგრამების ენების, გაზრდილი ჩართულობის გზით შესასწავლად, სუფთა ფურცლიდან.
Code.org
თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები კოდის წერისთვის, უფრო მეტად განკუთვნილი ბავშვებისთვისა და სრულიად დამწყებთათვის.
freeCodeCamp.org
ჩართულობის შესაძლებლობის მქონე საიტი გაკვეთილებითა და პროექტებით, ვებშემუშავების შესასწავლად.
ვებწიგნიერების რუკა
სამუშაო გარსი დამწყებთათვის ვებწიგნიერებისა და 21-ე საუკუნის უნარების ასამაღლებლად, რომელიც აგრეთვე იძლევა წვდომას საგანმანათლებლო საქმიანობებზე კატეგორიების მიხედვით.
სასწავლო საქმოანობა
რიგი საგანმანათლებლო საქმიანობებისა სწავლებისთვის (და შესასწავლად) შექმნილი Mozilla-ფონდის მიერ. იგი მოიცავს თითქმის ყველაფერს, დაწყებული ვებწიგნიერებისა და პირადი მონაცემების უსაფრთხოების საფუძვლებიდან, გაგრძელებული JavaScript-ისა და Minecraft-ის ათვისებით.
Edabit
ასობით უფასო ამოცანა და გამოწვევა ჩართულობის შესაძლებლობით, კოდის წერისთვის სხვადასხვა ენებზე.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r, mdnwebdocs-bot, kaza_hesto
ბოლო განახლების ავტორი: G12r,